ფული პრობლემა არ არის 

ლა ლიგაში მილიარდს უკაკუნებენ 

 

სატრანსფერო ფანჯრის გახსნიდან ერთი თვე სულ ახლახანს შესრულდა, ლა ლიგის კლუბებმა კი 33 დღეში უკვე 830 მილიონი ევრო დახარჯეს. ამ ფულით ესპანურმა გუნდებმა 66 ახალი ფეხბურთელი დაიმატეს. 

ლა ლიგიდან 67 ფეხბურთელი წავიდა და მათმა ჯამურმა ღირებულებამ 565 მილიონი შეადგინა. 


დიდი ალბათობით ისე მოხდება, რომ ლა ლიგა წინა ზაფხულის მაჩვენებელს გააუმჯობესებს და 934 მილიონზე მეტს გაიღებს. 


ესპანეთის ჩემპიონატის კლუბებს მიმდინარე ფანჯრისას უფრო მეტი აქვთ დახარჯული, ვიდრე ევროპის სხვა წამყვან ჩემპიონატებს: პრემიერლიგა (546), ბუნდესლიგა (518), სერია A (533), ლიგა 1 (171). 


საინტერესოა, რომ მადრიდის რეალმა უფრო მეტი თანხა გაიღო (290 მილიონი ევრო), ვიდრე პორტუგალიურმა და ფრანგულმა კლუბებმა ერთად.


გასაკვირი არცაა, ლა ლიგაში ხომ მომავალი სეზონიდან ისეთი ფეხბურთელები ითამაშებენ, როგორებიც ედენ აზარი, ფრენკი დე იონგი, ჟოა ფელიში, ლუკა იოვიჩი და სხვები არიან. 


2017 წლის ზაფხულში, ლა ლიგა ტოპ 5 ჩემპიონატში ყველაზე დაბალი დანახარჯით გამოირჩა, ახლა კი რეკორდის დამყარებასთან ახლოსაა, თანაც ჩვენ საქმე მხოლოდ ბარსელონას, რეალისა და ატლეტიკოს ტრანსფერებთან არ გვაქვს.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.