მაკგრეგორს და ნურმაგომედოვს იწვევენ !

ფერგიუსონს პირველობა სწყურია

UFC- ის მებრძოლმა ტონი ფერგიუსონმა შაბათს ღამით დონალდ კერონთან იბრძოლა და მეტოქე დაამარცხა. 35 წლის ამერიკელმა ზედიზედ მეთორმეტე გამარჯვება მოიპოვა. მესამე რაუნდში, ექიმმა თავის არეში მიღებული დაზიანებების გამო, ტონის ბრძოლის შეწყვეტა ურჩია, მაგრამ ფერგიუსონმა ბრძოლა გააგრძელა და სასურველ შედგემადეც მიიყვანა.

 

ორთაბრძოლის შემდეგ, ფერგიუსონმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან ხაბიბ ნურმაგომედოვი და კონორ მაკგრეგორ გამოიწვია.

 

ხაბიბი მის მომავალ შეხვედრას, სექტემბერში გეგმავს, დასტინ პორიეს წინააღმდეგ. ბოლოს რუსმა მაკგრეგორის წინააღმდეგ შარშან იბრძოლა.

 

"იმ შემთხვევაში, თუ პორიე მზად არ არის, მე ამას გავაკეთებ. ხაბიბს საჯდომზე ცემა სურს, მას ჩემგან მუცელში მოხვედრაც უნდა. რაც შეეხება კონორს, მას შეუძლია ფულის გამო მებრძოლოს. მე ვიცი, რომ დივიზიონს ის ენატრება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის მე არ შემებრძოლება. მე გამარჯვება მსურს, რა არის იმაზე უკეთესი ვიდრე 12 გამარჯვება? მაგრამ მეცამეტე გამარჯვება და ტიტული ეს უკვე იდეალური იქნება",-ასეთი განცახდება გააკეთა ფერგიუსონმა, პრესკონფერენციაზე.