ლოვრენი მილანში ?

მილანი ლოვრენს იწვევს

Mirror- ის ცნობით, მილანი სერიოზულად არის დაინტერესებული, ლივერპულისა და ხორვატიის ნაკრების ცენტრალური მცველის, დეიან ლოვრენის შეძენით.

 

30 წლის მცველმა, ლივერპულის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, რის გამოც კლუბის შეცვლაზე უარს არ ამბობს. ლოვრენმა წინა სეზონში, ჯამში მხოლოდ 18 შეხვედრა ჩაატარა.