დაბრუნება სამშობლოში?

ვეტერანი ესპანელი შესაძლოა მშობლიურ კლუბში დაბრუნდეს 

 

ბარსელონა სერიოზულად ძლიერდება. მას მერე, რაც კატალონიელებმა მოსკოვის ცსკა-დან კორი ჰიგინსი დაიმატეს, თვალი ვეტარენ ესპანელ კალათბურთელ პოუ გასოლსაც დაადგეს.

 
ბლაუგრანა 38 წლის ცენტრის დაბრუნებას გეგმავს, რომელიც მათ რიგებში 1998-2001 წლებში გამოდიოდა. 


ამჟამად პოუ ტრავმისგან აღდგენით პროცესს გადის. მან წინა სეზონში ჯერ სან ანტონიოს, შემდეგ კი მილოუკი ბაქსის შემადგენლობაში ითამაშა და NBA-ში 30 მატჩი ჩაატარა. როგორც თავად გასოლი ამბობს, ის პარკეტზე სექტემბერში დაბრუნდება, თუმცა ჩინეთში მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. 


გარდა ჰიგინსისა, ბარსამ უკვე დაიმატა ბრანდონ დევისი და ალექს აბრიანსი.

 
მიუხედავად ესპანელთა ინტერესისა, პოუ გასოლი ამბობს, რომ შემდეგ სეზონსაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლიგაში გაატარებს. 

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.