ფედერერი: ავსტრალიელი რომ ვყოფილიყავი...

37 წლის შვეიცარიელი ასაკსა და სტაბილურობაზე 

 

უიმბლდონის მეორე წრეში, ბრიტანელ ჯეი კლარკთან სამ სეტში - 6:1, 7:6 (7:3), 6:2 გამარჯვების შემდეგ, 37 წლის როჯერ ფედერერმა ასაკის მიუხედავად სტაბილურობის შესახებ ისაუბრა.

 
"პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია, რომ სხეული წლების განმავლობაში ურთულეს სპორტულ დატვირთვას გაუმკლავდეს. სამხრეთ ამერიკაში ან ავსტრალიაში რომ დავბადებულიყავი, ამდენი წლის განმავლობაში სტაბილურობის შენარჩუნება გამიჭირდებობდა, თუმცა შვეიცარია სხვა ევროპულ ქვეყნებთან ძალიან ახლოსაა. ეს ერთიდან მეორე ტურში მოგზაურობისას ხელს მიწყობს. და რა თქმა უნდა, სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი გარანტი - ჩემი გუნდი. 


ერთადერთი არ ვარ, იგივეს სხვა ვეტერნებიც ამბობენ, თუნდაც ფელიციანო ლოპესი და კარლოვიჩი. 2004 წელს, როცა მსოფლიოს პირველი ჩოგანი გავხდი, მინდოდა ეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელებულიყო, ალბათ ეს გახდა ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ დღემდე ჩოგბურთს ვთამაშობ. ახალგაზრდულ ასაკში შენს მიმართ გამოჩენილი ყურადღება შემდეგი წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესი მოტივაციაა",-თქვა შვეიცარიელმა.


ფედერერი, რომლის პირად ანგარიშზეც მოგებული 102 ტიტულია, შემდეგ შეხვედრას ლონდონში მიმდინარე დიდ სლემზე, ფრანგი ლუკა პუიეს წინააღმდეგ ჩაატარებს. 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.