დე როსიმაც გადაწყვიტა

დანიელე დე როსიმ კარიერა დაასრულა. 36 წლის დე როსიმ მთელი კარიერა რომაში გაატარა: 2002 წლიდან მოყოლებული რომას მთავარ გუნდშია და სამი ტიტული მოიგო: იტალიის თასი ორჯერ და ქვეყნს სუპერთასი.

ამასთან, დე როსი მსოფლიოს ჩემპიონია 2006 წელს. იტალიის ნაკრებში 117 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა, აქედან ყველაზე მეტი საქართველოს კარში. სამჯერ გაგვამწარა: ერთხელ თბილისში, როცა იტალიამ 3:1 მოიგო. ერთხელაც დუბლი შეასრულა 2:0 მოგებულ შეხვედრაში.

 

ამ ზაფხულს დე როსის უკავშირებდნენ სამპდორიას, ფიორენტინას, მილანს, ბოლონიასა, ბოკა ხუნიორსს და ამერიკული MLS-ის კლუბებს. თუმცა Football Italia-ს ცნობით, დე როსიმ ყველა ვარიანტი იუარა და შესაძლოა, იტალიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში დაიწყოს მუშაობა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.