15 წლის გოგოს სასწაული - კორი გაუფი უიმბლდონის მერვედფინალშია!

შეუჩერებელი კოკო! 

313-ე ნომერმა 15 წლის კორი „კოკო“ გაუფიმ სლოვენიელი პოლინა ჰერცოგი დაამარცხა!  შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა, ჰერცოგი სეტით დაწინაურდა და მატჩ-პოინტიც ჰქონდა, თუმცა ამერიკელი ბავშვი ათამაშდა, საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა და, როგორც აღმოჩნდა, გამარჯვებამდეც.

 

 

კოკო შეხვედრის შემდეგ ემოციებს ვერ მალავდა. მან თანადგომისთვის გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

 

მისი შემდეგი მეტოქე დღეს მე-7, ერთ დროს კი პირველი ნომერი, სიმონა ჰალეპი იქნება. მართალია რუმინელი ფავორიტად ითვლება, მაგრამ გაუფი ამტკიცებს  რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლია.

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.