ლამპარდი: აზარი რეალის ფეხბურთელია და ამაზე საუბრის დრო არაა

ედენმა ჩელსიში თავისი კვალი დატოვა, წლების მანძილზე იგი ერთ-ერთი ლიდერი იყო და არისტოკრატებისთვის ბევრი გააკეთა

დაახლოებით 1 თვის წინ ედენ აზარის სატრასნფერო საგა დასრულდა და ფეხბურთელი ჩელსიდან რეალში გადავიდა. აღნიშნულ თემაზე ლონდონელთა ახალმა თავკაცმა და ამავდროულად ლეგენდამ, ფრენკ ლამპარდმა ისაუბრა.

 

„ეს ტრანსფერი აზარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კლუბს პატივი უნდა ეცა მისი სურვილისთვის და ასეც მოხდა. ედენმა ჩელსიში თავისი კვალი დატოვა, წლების მანძილზე იგი ერთ-ერთი ლიდერი იყო და არისტოკრატებისთვის ბევრი გააკეთა. ის მუდამ იქნება ჩვენი გულშემატკივრების გულებში. ტრანსფერი განხორციელდა და ვფიქრობ ახლა ამაზე საუბრის დრო არაა,“ - თქვა ლამპარდმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ლონდონელთა თავკაცად დაინიშნა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.