ოდეგაარდი ლა ლიგაში ითამაშებს

სოსიედადმა ახალგაზრდა ნორვეგიელი ინათხოვრა

მარტინ ოდეგაარდი მომავალ სეზონს, იჯარის წესით, ლა ლიგის წარმომადგენელ კლუბში, რეალ სოსიედადაში გაატარებს.  თავდაპირველად, როდესაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა, ახალგაზრდა ნორვეგიელის მომავალი, ლევერკუზენის ბაიერს უკავშირდებოდა, მაგრამ საბოლოოდ რეალის საკუთრებაში მყოფი ნახევარმცველი ესპანეთის ჩემპიონატში აიმაღლებს კვალიფიკაციას.

 

20 წლის ფეხბურთელმა, წინა სეზონი არნემის ვიტესში გაატარა იჯარის წესით, სადაც 39 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.