სუპერ შემოთავაზება ჩინეთიდან - იუვე თანახმაა

ფეხბურთელი ჯერ კიდევ ფიქრობს...

იუვენტუსის  გარემარბი, ხუან კუადრადოსთვის კოპა ამერიკა უკვე დასრულდა. მისი  კოლუმბია ¼ ფინალში ჩილესთან თერმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა. ფეხბურთელმა ჩინეთიდან სუპერ შეთავაზება  მიიღო - წელიწადში 10 მილიონი. იუვენტუსს  კი ამ ტრანსფერში 15-დან 20 მილიონამდე  სთავაზობენ.

 

როგორც Calciomercato წერს, ტურინული გრანდი თანახმაა  ფეხბურთელი გაუშვას, თუმცა თავად კუარდადო ჯერ კიდევ  ფიქრობს. მას იუვენტუსთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.