მიროტიჩი სამშობლოში დაბრუნდა

ბარსელონა მილოუკის ფორვარდით გაძლიერდა

ნბა- ში გატარებული 5 წლიანი კარიერის შემდეგ, წარმოშობით მონტენეგროელი, მოქალაქეობით ესპანელი მძიმე ფორვარდი, ნიკოლა მიროტიჩი მომავალი სამი სეზონის განმავლობაში, ბარსელონას ღირსებას დაიცავს.

 

მიროტიჩი ევროპაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი გახდება, მისი ხელფასი წელიწადში 4 მილიონი ევრო იქნება.

 

28 წლის კალათბურთელი, ნბა- ში პირველად 2014 წელს, ჩიკაგო ბულსის რიგებში გამოჩნდა. მაშინ მიროტიჩი ჩიკაგოში, ესპანური პალენსიადან გადავიდა. ფორვარდი ბულსის ღირსებას, 2018 წლამდე იცავდა, შემდეგ ერთი სეზონი ნიუ ორლეანს პელიკანსში გაატარა და ბოლო სეზონი მილოუკი ბაკსში გამოდიოდა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.