ევროპის ჩემპიონმა ტოტენჰემი აირჩია

პოჩეტინოს სებალიოსი სურს

ევროპის 21- წლამდელთა ჩემიონატის გამარჯვებულმა, ესპანელმა ნახევარმცველმა, დანი სებალიოსმა, თავის არჩევანი, ტოტენჰემზე შეაჩერა. მიუხედავად იმისა, რომ მილანი აქტიურად ცდილობდა 22 წლის ფეხბურთელის შეძენას და რეალს 45 მილიონი ევროც გაუმზადა, შუახაზელის სანაცვლოდ, დანიმ გეზი მაინც ლონდონისკენ აიღო.

 

AS- იტყობინება, რომ დეზების თავკაცს, მაურისიო პოჩეტინოს დიდი სურვილი აქვს, სებალიოსის საკუთარ გუნდში ხილვის და ესპანელს, ტოტენჰემის საკვანძო ფეხბურთელად გადაქცევასაც უპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, რეალ მადრიდის ხელმძღვანელობა სებალიოსის გამოყენებას, კრისტიან ერიკსენის ტრანსფერშიც გეგმავს.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.