დინამო არენას მეტოქე რეკონსტრუქციას იწყებს

სევილია სტადიონის განახლებაზე ზრუნავს

 

ძირძველი ევროპული კლუბები მიხვდნენ, რომ მათ სტადიონებს სიბერის ბზარი შეეპარა და განახლების დროა. რეკონსტრუქციის ტალღა ინგლისიდან დაიწყო, მერე კი ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნები მოიცვა. არსენალის, ტოტენჰემის, ვესტ ჰემის, მილანისა და ინტერის, მადრიდის რეალის და ბარსელონას შემდეგ, არენის განახლება სევილიამაც გადაწყვიტა, რეკონსტრუქციის პროექტი შეადგინა და საქმესაც გულმოდგინედ შეუდგა. 


ანდალუსიელთა პრეზიდენტის ხოსე კასტროს თქმით, დროა რამონ სანჩეს პისხუანის სახელობის არენა თანამედროვე სტანდარტებს მოერგოს. სევილია 1958 წელს გახსნილ სტადიონზე ტრიბუნებისა და ადგილების რაოდენობის გაზრდას გეგმავს, ამჟამად იგი 43 000 მაყურებელს იტევს. 

 


თუმცა, რეკონსტრუქციას წინაღობას რამდენიმე ფაქტორი უქმნის, მათ შორის ის, რომ სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას სევილიამ ამავე არენაზე უნდა ითამაშოს. 


შეგახსენებთ, რამონ სანჩეს პისხუანი დინამო არენასთან ერთად, 2021 წლის ევროპის ლიგის ფინალური მატჩის მასპინძლობის კანდიდატია. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.