რეალმა სორო იპოვნა

მადრიდის რეალმა ამ ზაფხულს მეექვსე ტრანსფერი განახორციელა: ამჯერად, სარაგოსას ნახევარმცველი ალბერტო სორო შეიძინა. 

სამეფო კლუბს ეს 2,5 მილიონად დაუჯდა, გასაშვები თანხა კი 9 მილიონია.

 

დიდი შანსია, რეალმა ამ სეზონშივე გაანათხოვროს სორო და ისევ სარაგოსაში გაუშვას. უბრალოდ, ნიჭიერი ფეხბურთელი დაისაკუთრა და ესაა. 31 მატჩი, 2 გოლი, 2 საგოლე პასი - ასეთია სოროს შედეგიანობა სეგუნდა დივიზიონის გასულ სეზონში.

 

სარაგოსაში, როგორც იცით, გიორგი პაპუნაშვილი თამაშობს.

 

მოკლედ, სორო მეექვსეა, რომელსაც რეალმა წლეულს კონტრაქტი გაუფორმა. მანამდე იყვნენ ედენ აზარი, ლუკა იოვიჩი, ედერ მილიტაო, როდრიგო და ფერლან მენდი.