ნურმაგომედოვი: ოქტაგონი ჩემი ტერიტორიაა! 

ხაბიბისთვის ბრძოლის ველს მნიშვნელობა არ აქვს 

 

მცირე წონაში UFC-ის ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი არ თვლის, რომ აბუ დაბიში დასტინ პორიესთან დაპირისპირება მას უპირატესობას მისცემს. ბრძოლის ადგილს რუსისთვის მნიშვნელობა არ აქვს.

 
"არ აქვს მნიშვნელობა სად ვიბრძოლებ, აბუ დაბიში თუ ლას ვეგასში. ოქტაგონი ყოველთვის ჩემი ტერიტორიაა. ხალხი თვლის, რომ აბუ დაბი ჩემთვის უპირატესობას წარმოადგენს, რადგან იქ ბევრი მუსლიმანი ცხოვრობს და უმეტესობა მხარს დამიჭერს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ პორიესაც ბევრი გულშემატკივარი ეყოლება. 


ვიყავი ევროპაში, აფრიკაში, ამერიკაში, თურქეთში, რუსეთში, მაგრამ შემიძლია ვთქვა რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები ყველაზე უსაფრთხო ადგილია",-თქვა ნურმაგომედოვმა ლას ვეგასში გამართულ პრესკონფერენციაზე. 


30 წლის რუსი და ამერიკელი მებრძოლები ერთმანეთს 7 სექტემბერს, აბუ დაბიში შეხვდებიან.