ტოჩინოშინის პირველი გამოცდა - ნაგოია ბაშო 2019 იწყება

ტოჩინოშინისგან ხვალ მხოლოდ გამარჯვებას ველოდებით...

7 ივლისს სტარტს ნაგოია ბაშო აიღებს. ქართველი სუმოტორი, ლევან გორგაძე ამ შეხვედრას  ფსიქოლოგიური დაძაბულობის გარეშე ხვდება, მაგრამ ტრავმით - ის  მუხლში  ტკივილს  გრძნობს.  ეს დაზიანება სწორედ მისმა პირველი დღის ოპონენტმა,  ენდომ მიაყენა. იაპონელი ძალიან ნიჭიერი მებრძოლია, შერკინებას  ყოველთვის კარგად გეგმავს, თუმცა ფიზიკური ძალის დეფიციტს განიცდის. წინა ბაშოზე ტოჩინოშინთან უვატედაშინაგეს კიმარიტეთი (მარჯვენა ხელი მავაშიში და გდება) გამარჯვება, სწორედ  ლევანის ფსიქოლოგიურ  სტრესს უნდა მივაწეროთ. დღეს ქართველი ფალავანი ოძეკია და მის სტატუსს  ვერანაირი შედეგი ვერ შეეხება.  ის მშვიდად იბრძოლებს და სწორედ  ეს  უნდა იყოს გასაღები - მობილიზაცია და სიფრთხილე. როგორც ტოჩიმ თქვა, მუხლის ტკივილის მიუხედავად, მისი ტაჩი-აი (თავდაპირველი შეჯახება) საკმაოდ დამაჯერებელია. სავარაუდოდ ფეხიც "მიყვება" და ენდომ მის მძლავრ შეჯახებას ვერ  უნდა გაუძლოს.

 

დოჰიოს დაუბრუნდა  იოკოძუნა ჰაკუჰო. მონღოლი დიდი  ჩემპიონი ამ ტურნირისთვის კარგად მოემზადა. მან თანაგუნდელი ​იშიურა (103 კგ) მხრებზე მოიგდო და მისით ივარჯიშა. ბოლოს,  ასე  რომ გააკეთა, 2019 წლის ჰარუ (მარტის) ბაშო ძენშო იუშოთი (15:0) ბალანსით მოიგო. მონღოლის მეტოქე ხვალ კომოსუბი აბი იქნება. სხვათა შორის, ჰაკუჰო აბის აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდა და იმ ბრძოლაში დამარცხდა...

 

Image may contain: 1 person

 

 

იოკოძუნა კაკურიუ ხვალ კომოსუბი რიუდენს დაუპირისპირდება. ეს ბრძოლა მონღოლი ჩემპიონისთვის ადვილი არ იქნება, რადგან რიუდენი ადვილად არავის არაფერს უთმობს, მაისში კი ოძეკი გოეიდო, კომოსუბი მიტაკეუმი და სეკივაკე იჩინოჯო ერთმანეთს მიაყოლა.

 

ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს ოძეკი გოეიდოსა და ამჟამინდელი ჩემპიონის, ნაცუ ბაშოს ტრიუმფატორის, აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა ასანოიამას შეხვედრა. წინა ბაშოზე ასანოიამამ ამხელა ოძეკი პირწმინდად დაჩაგრა.

 

კიდევ ერთი ჩემპიონი, ტაკაიასუ ჰოკუტოფუჯის შეხვდება. ჰოკუტოფუჯი ძალიან ენერგიული და მიზანმიმართული მებრძოლია. სწორედ ამაზე მეტყველებს მათი ურთიერთშეხვედრების ისტორია 4:4.

 

ოძეკებს ხვალ რთული ბრძოლები ელით.

 

წინ კი ძალიან კარგი ბაშო გველოდება.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.