ჰაკუჰოს შურისძიება - მან აბი დოჰიოზე დაანარცხა (ვიდეო)

სუმოს ლეგენდა ბაშოს გამარჯვებით იწყებს

მონღოლმა იოკოძუნა ჰაკუჰომ 2019 წლის ნაგოია ბაშო გამარჯვებით დაიწყო. მონღოლი დიდი ჩემპიონი იაპონელ აბის შეხვდა, ვისთანაც ურთიერთშეხვედრების უარყოფითი ბალანსი (0:1) ჰქონდა. ჰაკუჰომ ამ ბრძოლის შემდეგ დაამტკიცა, რომ პირველი დაპირისპირება მხოლოდ შემთხვევითობა იყო და დოჰიოზე საუკეთესო ჯერ კიდევ ის არის. 

 

 

კიდევ ერთმა იოკოძუნამ, კაკურიუმ კომოსუბი რიუდენს შანსი არ დაუტოვა და დოჰიოდან ძალიან მარტივად გადაიყვანა.

 

 

წინა ბაშოს ტრიუმფატორმა ასანოიამამ ყველას აჩვენა, რომ იმპერატორის თასი შემთხვევით არ მოუპოვებია. როგორც მაისში, ახლაც მან ოძეკი გოეიდო დაამარცხა.

 

 

ოძეკი ტაკაიასუმ ბაშო გამარჯვებით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ იაპონელმა წარმატების მიღწევა მისთვის უჩვეულო სტილით მოახერხა. 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.