ჩიჩარიტოს იტალიაში იწვევენ

დიდი შანსია გამოცდილი ფორვარდი მალე იტალიაში გადაბარგდეს

ვესტ ჰემის თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი მალე შესაძლოა სერია ა-ში ვიხილოთ. იტალიური პრესის ინფორმაციით, მისი გადაბირება ფიორენტინას სურს. იებს შეტევის გაძლიერება აქვთ გადაწყვეტილი და თვლიან, რომ გამოცდილი ფორვარდის შეძენა სჭირდებათ, ჩიჩარიტოს კი საკმარისი პოტენციალი აქვს, იმისთვის, რათა გუნდს დაეხმაროს.

 

სათქმელია, რომ ერნანდესი დიდი ხანია, რაც ჩაქუჩების დატოვებაზე ფიქრობს. იგი უკმაყოფილოა იმ სათამაშო დროით, რაც ლონდონელებში ეძლევა. მექსიკელი ბრიტანელებს 2017 წლის ზაფხულში ლევერკუზენის ბაიერიდან შეუერთდა. ბოლო სეზონში ფეხბურთელმა 28 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.