სიჭინავას მორიგი ლამაზი გოლი (+Video)

დათა სიჭინავა საჯარიმოების შესრულებით და საერთოდ, შორიდან ლამაზი გოლებით გამოირჩევა, ახალი არ არის. 

აი, მორიგი მაგარი შესრულება: ეროვნულ ლოგა 2-ში ცხინვალი გაგრასთან 0:2-ს აგებდა და ნახეთ, სიჭინავამ როგორ ჩააბზრიალა ბურთი, რითაც სხვაობა შეამცირა. საბოლოოდ, შეხვედრა 2:2 დასრულდა.

 

მეკარე ბექა ქურდაძე გადახტა, მაგრამ ბურთი საოცარი სიზუსტით ჩაეშვა კარში. სიჭინავამ წლეულს ცხინვალის მაისურით 6 გოლი გაიტანა და თითქმის ყველა შორიდან დარტყმებით.

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.