მესამე ALL STAR ლეიკერსში! - კაზენსი ლოს ანჯელესში გადაბრგდა!

კაზენსი ძველი ფორმის დაბრუნებას შეძლებს?

ლოს  ანჯელეს  ლეიკერსმა დემარკუს კაზენსის დამატება დაადასტურა! ამერიკელი ცენტრი  გასულ სეზონში  გოლდენ სტეიტ უარიორსში თამაშობდა, თუმცა კალიფონიურ გუნდთან ერთად ნანატრი ბეჭედი ვერ მოიპოვა.

 

კაზენსის დამატება მაიმი ჰიტსაც სურდა, თუმცა ნიუ ორლეან პელიკანსში მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, ენტონი დევისმა დაურეკა და მასთან ერთად ლეკერსში თამაშზე დაითანხმა. კალათბურთელმა ხელი 1 წლიან კონტრაქტს მოაწერა.

 

კიდევ ერთი თავისუფალი აგენტი, რაჟონ რონდოც ლოს ანჯელესურ კლუბს შეუერთდა.  მას ლეკერსმა 2 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.