გოლი, რომელიც გასახსენებლად ნამდვილად ღირს (ვიდეო)

საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი (ვიდეო)

საქართველოს ჩემპიონატში 2014-15 წლების სეზონოს მე-17 ტურში ბოლნისის სიონმა თბილისის დინამოს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. აღნიშნულ თამაშს ალბათ არ გავიხსენებდით, რომ არა ერთი ფაქტი. ამ თამაშში საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი გავიდა. 35-ე წუთზე მირზა მერლანმა ბურთი თამაშში ცუდად შეიყვანა და პირდაპირ მათე ცინცაძეს ჩააბარა, საყრდენმაც დაახლოებით 45 მეტრიდან ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

 

გოლი შეგიძლიათ თავად შეაფასოთ. ალბათ ბევრი დაგვეთანხმება, რომ ეს გოლი გასახსენებლად ნამდვილად ღირს.

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.