ჯიჯი ბუფონი: უარის თქმა არ შემეძლო

დავბრუნდი გუნდში, რომლის ფეხბურთელობაც მეამაყება

ჯანლუიჯი ბუფონი ერთ წლიანი განშორების შემდეგ იუვენტუსს დაუბრუნდა. იტალიელმა პსჟ დატოვა და თავისუფალი აგენტი იყო, რის შემდეგაც ბიანკონერის წინადადება მიიღო. ლეგენდარულმა მეკარემ იუვეში დაბრუნების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა.

 

„ბედნიერი ვარ, რომ იუვენტუსში დავბრუნდი. მიხარია, რომ იუვეს გულშემატკივრებთან შეხვედრა კვლავ შემიძლია. როცა ტურინელებმა დაბრუნება შემომთავაზეს, არც მიფიქრია ისე დავთანხმდი. სიმართლე გითხრათ უარის თქმა არც შემეძლო.

 

დავბრუნდი გუნდში, რომლის ფეხბურთელობაც მეამაყება. დარწმუნებული ვარ ბიანკონერისთან ერთად არაერთხელ გავიხარებ. იუვენტუსი ჩემთვის მეორე სახლია,“ - თქვა ბუფონმა.