ჰაკუჰოს ჩემპიონი ასანოიამა შეხვდა (ვიდეო)

ყველა ოძეკისა და იოკოძუნას ბრძოლა ერთ ლინკზე

მაისის ბაშოს ტრიუმფატორი, ასანოიამა თავად იოკოძუნა ჰაკუჰოს შეხვდა. ბრძოლის წინ, ორივე სუმოტორს თითო-თითო გამარჯვება ჰქონდა. იპონელი რიკიშის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის მონღოლს კარგად დაუდგა და გამარჯვებულის გამოვლენას სუმოსთვის საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. 

 

 

კაკურიუმ შესანიშნავი პერფორმანსი შემოგვთავაზა. მონღოლ იოკოძუნასთან ბრძოლის სადავეები ჰოკუტოფუჯიმ ჩაიგდო, მაგრამ კაკურიუ ტავარაზე შესანიშნავად დატრიალდა, ბრწყინვალე ბალანსი გვაჩვენა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

 

 

კომოსუბი რიუდენსა და ოძეკი ტაკაიასუს შორის უკომპრომისო ბრძოლა გაიმართა. პირველი შეტაკების შემდეგ მონოიმ (მსაჯთა კოლეგია) გამარჯვებული ვერ გამოავლინა და ტორინაოში (განმეორებითი ორთაბრძოლა) დაინიშნა. აქაც, საბოლოო ჯამში საჭირო კიდევ ერთი ბრძოლა იყო, თუმცა, ალბათ შემტევი სტილიდან გამომდინარე გამარჯვება რიუდენს მიანიჭეს.

 

 

ოძეკი გოეიდო ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური რიკიშია, რაც დღევანდელ შეხვედრაშიც დაადასტურა. მან კომოსუბი აბი ძალიან მარტივად დაამარცხა.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.