ნურმაგომედოვისა და დიაზის დაპირისპირება ლას ვეგასში (ვიდეო)

გულშემატკივარი რინგზე ბრძოლას ითხოვს

შაბათს ღამით, ლას ვეგასში დიდი არეულობა იყო. ოქტაგონს მიღმა ერთმანეთს მსუბუქი წონის ჩემპიონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი და ყოფილი ჩემპიპიონი ნეით დიაზი დაუპირსიპირდნენ. მოვლენები საკმაოდ სწრაფად განვითარდა. დიაზმა ხალხით გარემოცვილ, სკამზე მჯდომ ხაბიბს ჩაუარა, შემდეგ მებრძოლებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეუარწყოფა მიაყენეს და სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა.

 

 

ორივე მათგანს ერთი საერთო აქვთ, დიაზს და ნურმაგომედოვს დამარცხებული ყავთ კონორ მაკგრეგორი, მაგრამ  ერთმანეთში საქმე, რინგზე ჯერ არ გაურკვევიათ.

ხაბიბი, დასტინ პორიესთან ბრძოლით ბრუნდება, რომელიც აბუ დაბიში გაიმართება, ხოლო ნეით დიაზის მომავალ მეტოქედ, ენტონი პეტისი ანონსდება.