მიტროვიჩმა ფულემთან გაახანგრძლივა

მიტროვიჩი გუნდის ერთგული რჩება

24 წლის სერბმა ფორვარდმა, ალექსანდრ მიტროვიჩმა, ფულემთან კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა. მიუხედავად პერემიერლიგიდან გავარდნისა, სერბმა გუნდში დარჩენის სურვილი გამოთქვა. წინა პრემიერლიგურ სეზონში მიტროვიჩმა 11 გოლის გატანა მოახერხა.

 

 

გთავაზობთ მიტროვიჩის კომენტარს, რომელიც მან ფულემის ოფიციალურ ინტერნეტ გვერძე გააკეთა: ‘ თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ძალიან ბედნიერი ვარ და ახლა მხოლოდ მომავალ სეზონზე ვფიქრობ. ჩემს მიმართ დაინტერესება არაერთი კლუბიდან იყო, მაგრამ საბოლოოდ მე აქ დარჩენა გადავწყვიტე, რადგან ფულემში თავს იდეალურად ვგრძნობ. ’’