8 ივლისი გერმანიის დღეა

8 ივლისი გერმანული ფეხბურთის დღეა... ისეთი იღბლიანი დღე, მეტი არ შეიძლება.

1982 – სევილიაში, მუნდიალის ნახევარფინალში სუპერმატჩი შედგა, გფრ დამატებით დროში 1:3 აგებდა საფრანგეთთან, გამოვიდა სიცხიანი კარლ–ჰაინც რუმენიგე, დაქოქა გუნდი და ჯერ თავად გაიტანა ურთულესი სიტუაციიდან, მერე მეორე გოლშიც მიიღო მონაწილეობა. 3:3 და პენალრების სერიაში გერმანელებმა 5:4 მოიგეს.

 

გფრ–საფრანგეთი ბევრი გულშემატკივრის აზრით, მუნდიალების ისტორიაში საუკეთესო მატჩია. თამაში, რომელსაც არ დაივიწყებენ. სულ გაიხსენებენ ცალკეულ მომენტებს, აი, მაგალითად გერმანელთა მეკარემ კინაღამ რომ მოკლა ფრანგი ბატისტონი.   

 

აქეთ რუმენიგე, ლიტბარსკი, შუმახერი, ჰრუბეში, შტილიკე; იქით პლატინი, როშტო, ამორო, ჟირესი, ტიგანა, ტრეზორი...   

 

1990 – რომი, ოლიმპიკო, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი. გერმანელებმა ბოლოს მაინც გატეხეს დაცვითი არგენტინა, რომელმაც მუნდიალის 7 მატჩში მხოლოდ 5 გოლი გაიტანა და ძირითად დროში მხოლოდ ორჯერ მოიგო.

 

ანდრეას ბრემეს პენალტი, 1:0 და ატირებული დიეგო მარადონა... გერმანია აშკარად უფრო ძლიერი იყო და მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.  

 

2014 – მსოფლიოს ნახევარფინალში, 8 ივლისს 8 გოლი გავიდა. ბრაზილია – გერმანია 1:7. ეს სამუდამოდ შავი დღე იქნება ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში. მიულერმა დაიწყო, კლოზემ გააგრძელა, მერე კროოსი, ისევ კროოსი, ხედირა, შიურლე, მერე ისევ შიურლე და ბოლოს იყო, ოსკარმა რომ შეალამაზა ანგარიში. ვაი, ასეთ შელამაზებას.

 

გერმანიამ იფრინა და ბელუ–ორიზონტის სტადიონზე ცოდვა დაატრიალა.    

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.