ჰაკუჰოს დომინაცია გრძელდება... ამჯერად ჰოკუტოფუჯი (ვიდეო)

ყველა ოძეკისა და იოკოძუნას შეხვედრა ერთ ლინკზე

იოკოძუნა ჰაკუჰო ნაგოია ბაშოს დაწყებამდე მთავარ ფავორიტად მოიაზრებოდა და ტურნირის მიმდინარეობისას ეს სტატუსი ეჭვქვეშ არც დაუყენებია. პირველი სამი დღის შემდეგ, მან სამი გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად, მისი  მეტოქე პირველი მაეგაშირა  ჰოკუტოფუჯი იყო.  მონღოლმა გოლიათმა მოწინააღმდეგე უიშვიათესი უვატეჰინერის კიმარიტეთი (ილეთით) დაამარცხა.

 

 

მაისს  ბაშოს  ტრიუმფატორი ასანოიამა იოკოძუნებთან კონკურენციას ვერ ახერხებს. ახალგაზრდა იაპონელი გუშინ ჰაკუჰომ დაამრცხა,  დღეს კი კაკურიუმ. მონღოლ დიდ ჩემპიონს დადებითი ბალანსი 3:0-ზე აქვს.

 

 

ოძეკი გოეიდო ნაგოია ბაშოს მესამე დღეს  ლევან გორგაძის თანაგუნდელ აოიამას შეხვდა. იაპონელი ჩემპიონი სწორედ ნაგოიადან არის და ამ ქალაქში განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობს.  გოეიდო აოიამას ურთიერთშეხვედრებში 21:3-ს ამარცხებდა და მოულოდნელობა დღესაც არ  დაფიქსირდა.

 

 

ოძეკი ტაკაიასუს ორი დღეა ჩაგრავენ. იაპონელ ჩემპიონს გუშინ რიუდენთან ტორინაოში (განმეორებითი ორთაბრძოლა) ეკუთვნოდა და წაგება ჩაუთვალეს, დღეს კი მოგებული ორთაბრძოლის შემდეგ, ტორინაოში დაუნიშნეს.  სამართალმა საბოლოოდ  მაინც იზეიმა და ტაკაიასუმ ენდო დაამარცხა. ამჟამად ოძეკის ბალანსი ორი მოგება და ერთი მარცხია.