მეივეზერი პირველად დაეცა (VIDEO)

მას 50 ბრძოლა აქვს მოგებული, თუმცა ამერიკელ კალათბურთელს ვერაფერი დააკლო

 

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე, დაუმარცხებელი ჩემპიონი. ადამიანი, რომელმაც კარიერაში 50 ბრძოლა მოიგო და ისეთ მეტოქეებს სძლია, როგორებიც კონორ მაკგრეგორი, მენი პაკიაო, მარკოს მაიდანა და სხვები არიან, ბეჭებზე დაეცა, თუმცა ეს რინგზე არ მომხდარა. 


ლეგენდად ქცეული 42 წლის სპორტსმენი პარკეტზე წაიქცა და ეს კალათბურთის თამაშისას მოხდა. 

 


ამხანაგურ შეხვედრაში მეივეზერი ლარი ვილიამსის პირისპირ აღმოჩნდა. ფლოიდი ფარის დაცვას ცდილობდა, თუმცა ამერიკელი ქუჩის კალათბურთელისგან მოტყუებული დარჩა და პარკეტს გაეკრა. ამის მერე კი ვილიამსმა, რომელსაც მეტოქეების მიმართ გამოჩენილი სისასტიკის გამო "ძვლების შემგროვებელს ეძახიან", სამქულიანი მოჰყვა.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.