აზარი რონალდუს მემკვიდრედ

სამეფო გუნდმა ბელგიელი დაასაჩუქრა.

ედენ აზარი მადრიდის რეალში 7 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ამის შესახებ AS-ი იუწყება. ცნობილია, რომ ბელგიელს მანამდე მოდრიჩის 10 ნომერი შესთვაზეს, რაზეც უარი თქვა 7-იანი აირჩია. 

 

ისე კი 7 ნომრის ტარება რეალში პატარა ამბავი არაა. ეს ციფრი ჯერ რაულს, ხოლო შემდეგ კრიშტიანუ რონალდუს ეწერათ მაისურზე. არახალია, რომ ორივე მათგანი გუნდის ლეგენდაა. 

 

შეგახსენებთ, რომ აზარი რეალში ჩელსიდან დაახლოებით ერთი თვის წინ, 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და ბლანკოსთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა.  




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.