ჰაკუჰომ რიუდენს უშანსოდ მოუგო (ვიდეო)

ყველა ოძეკისა და იოკოძუნების ბრძოლა ერთ ლინკლზე

თეთრი ფენიქსისგან არაფერია გამორიცხული, შეიძლება ის ოპტიმალურ ფორმაში არ იყოს, მაგრამ ფანტაზია ჩართოს და ბაშო 15:0-ზე ბალანსით მოიგოს. თუმცა ახლა სხვა სიტუაცია გვაქვს, ის შეხვედრებში უმარტივესად  იმარჯვებს. სუმოს გულშემატკივრები რიუდენთან დაპირისპირებას მოუთბენლად ელოდნენ, გარკვეული წინააღმდეგობის იმედი ჰქონდათ, მაგრამ ჰაკუჰომ იაპონელ კომოსუბის უშანსოდ მოუგო. ჰაკუჰოსთან ხვალ ენდოს რა შანსი ექნება, თავად განსაჯეთ.

 

 

იოკოძუნა კაკურიუც ჰაკუჰოს ფეხდაფეხ  მიჰყვება. როგორც წინა დღეებში, მონღოლმა დიდმა ჩემპიონმა თავისი ოსტატობა  კვლავ გამოავლინა და აბის ძალიან მარტივად მოუგო. 

 

 

ოძეკი გოეიდოსა და დასავლეთის პირველ მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის შორის შესანიშნავი დაპირისპირება გაიმართა, შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით  მიმდინარეობდა, სადაც  ჰატაკიკომის ილეთით გამარჯვება ჰოკუტოფუჯიმ მოიპოვა. 

 

 

ოძეკი ტაკაიასუსა და მაისის ბაშოს ტრიუმფატორის ასანოიამას შორის დიდებული შერკინება ვიხილეთ. ასანოიამამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ წინ დიდი მომავალი აქვს და ერთადერთი რაც აკლია, ეს გამოცდილებაა. სუმოში მრავლისმნახველმა ოძეკიმ ასანოიამა დაამარცხა.

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.