პსჟ-მ ნეიმარი შეაფასა

ფრანგული გუნდი მზადაა ნეიმარს იმაზე ბევრად ნაკლებ თანხად შეელიოს, ვიდრე ბარსელონადან იყიდა

ნეიმარის გარშემო ციებ-ცხელება არ წყდება. ბრაზილიელს პსჟ-ს დატოვება სურს, აღსანიშნავია, რომ მის გაშვებას გუნდის მესვეურებიც აპირებენ. ბოლო ინფორმაციით ლიგა 1-ის ჩემპიონებმა ბრაზილიელი შეაფასეს. ფრანგული პრესიდან შევიტყვეთ, რომ ტუხელის გუნდი მზადაა ფეხბურთელი 150 მილიონ ევროდ გაყიდოს. შეგახსენებთ, რომ 2 წლის წინ პარიზელებმა მასში 222 მილიონი გადაიხადეს.

 

27 წლის გოლეადორის გადაბირება რეალს სურდა, თუმცა ბლანკოსმა ედენ აზარი დაიმატა და სამხრეთ ამერიკელის შეძენაც გადაიფიქრა. ახლა ნეიმარის სახელს ყველაზე ხშირად ბარსელონას უკავშირებენ. არახალია, რომ ბლაუგრანაში დაბრუნება ფეხბურთელსაც სურს.

 

ბოლო სეზონში პარიზელთა ლიდერს ტრავმის გამო საკმაო დრო გაუცდა. აგვისტოდან მოყოლებული მან 28 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.