შერიფის ქართველი შერიფები

ეს შერიფის სტადიონის შესასვლელია. სანამ მინდორზე გახვალ, კლუბის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელები არიან მოხატულნი.  

საამაყოა, რომ მათ შორის ორი ქართველიცაა: ვაჟა თარხნიშვილი და დავით მუჯირი. ხედავთ მატჩის წინ გუნდების კაპიტნებს: თარხნიშვილსა და ანდრეი შევჩენკოს... ვაჟა მოლდოვის 11-გზის ჩემპიონია და აღარ ვთვლით მოლდოვის თასს, სუპერთასს და სხვა ინდივიდუალურ ტიტულებს. მარტო 11-გზის ჩემპიონობა კმარა!

 

დავით მუჯირმა კი ორი წელი ითამაშა შერიფში და ერთ სეზონში მოლდოვის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გახდა. ნახევარმცველზეა საუბარი, რაც მაინცდამაინც ხშირი შემთხვევა არაა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახლანდელი გენერალური მდივანი 1999-2001 წლებში თამაშობდა შერიფში. ეს მისი პირველი უცხოური კლუბი იყო, იქიდან კი გრაცის შტურმში გადავიდა. 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.