ბლინდი ესპანეთში მოუნდათ

დეილი ბლინდმა კარიერა შესაძლოა ლა ლიგაში გააგრძელოს. Mundo Deportivo-ს ცნობით, ჰოლანდიელის გადაბირება ატლეტიკოს და პირადად დიეგო სიმეონეს სურთ. ცნობილია, რომ როხიბლანკოს მესვეურებს თავიდან სიტის მცველის ნიკოლას ოტამენდის ყიდვა სურდათ, თუმცა საბოლოოდ ჰოლანდიელზე გადაერთნენ.

 

2018-19 წლებში აიაქსმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, რაშიც ბლინდს დიდი წვლილი მიუძღვის. დეილი აიაქსის აღზრდილია, 2014 წელს მანჩესტერში გადავიდა და შარშან ზაფხულში მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა. აგვისტოდან მოყოლებული 29 წლის მცველმა 57 მატჩი ჩაატარა და 6 გოლთან ერთად, 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.