პსჟ ბარსელონას არ ეშვება

ფრანგებს ბლაუგრანადან კიდევ ერთი ფეხბურთელი სურთ

პსჟ-მ სატრანსფერო ობიექტი კვლავ ბარსელონადან აარჩია. გავრცელებული ინფორმაციით, ტუხელის გუნდს ბლაუგრანადან სამუელ უმტიტის დამატება სურს. პსჟ დაცვის გაძლიერებაზე ფიქრობს და 23-ე ნომრის გადაბირებაც სწორედ ამიტომ უნდა.

 

უმტიტი ბარსაში 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გადავიდა. თავიდან მან კარგად დაიწყო, თუმცა ტრავმების გამო აშკარად მოუკლო. ბოლო ინფორმაციით მისი გაშვების წინააღმდეგნი, არც კატალონიელთა მესვეურები არიან. აქვე გეტყვით, რომ პსჟ-ს გარდა მისით მანჩესტერიცაა დაინტერესებული.

 

ისე კი სათქმელია, რომ ბოლო წლებში პარიზელებმა ბარსელონას არაერთი ფეხბურთელი მოინდომეს. გარდა იმისა, რომ ნეიმარი გადაიბირეს, ლიგა 1-ის ჩემპიონებს უმტიტის გარდა, ფელიპე კოუტინიოზეც აქვს თვალი დადგმული.