სევილიას ტრანსფერები - ზაფხული ( 2019)

სევილია სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურია

სევილია გაძლიერებას განაგრძობს, ანდალუსიელებმა 6 ფეხბურთელი დაიმატეს და ახალწვეულთა რიგებს კიდევ 2 მოთამაშეე შეემატა.

 

სევილიაში, მარსელის ყოფილი შემტევი ნახევარმცველი, 24 წლის ლუკას ოკამპოსი ითამაშებს. არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ მარსელმა, 15 მილიონი ევრო მიიღო. წინა სეზონის ჯამში. ოკამპოსმა მარსელის მაისურით, 40 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 5 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

 

ავსტრიული ზალცბურგის 27 წლის ფორვარდი, მუნას დაბური მომავალი სეზონიდან, სევილიას ღირსებას დაიცავს. სევილიამ, ზალცბურგს, ებრაელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაუხადა. დაბურმა, წინა სეზონის ჯამში, 48 შეხვედრა ითამაშა, ზალცბურგის რიგებში, 37 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა. მუნასმა, სევილიას თავკაცი, ხულენ ლოპეტეგის ყურადღება, სწორედ ამ შესანიშნავი სეზონისთვის დაიმსახურა.

 

შეგახსენებთ, რომ სევილიამ ასევე: ჟულეს კოუნდე- ცენტრალური მცველი (ბორდო,25 მილიონი), დიეგო კარლოსი- ცენტრალური მცველი (ნანტი, 13 მილიონი), მაქსიმილიან ვობერი- ცენტრალური მცველი (აიაქსი, 10 მილიონი), სერხიო რეგილონი- მარცხენა მცველი (რეალი, იჯარა), ხოან ჯორდანი- ცენტრალური ნახევარმცველი, (ეიბარი, 12 მილიონი), ლუკ დე იონგი- ფორვარდი, (პსვ, 13 მილიონი) დაიმატა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.