საბურთალო - ევროისტორია იწყება

რომ ვთქვათ, ტირასპოლში საფეხბურთო მოლოდინია და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩისთვის დიდი აჟიოტაჟიაო, მოვიტყუებით, თუმცა გარკვეული ინტერესი იგრძნობა.

ცოტაც და საბურთალოს პრემიერა შედგება ევროტურნირებზე. 21:00 საათზე დაიწყება მოლდოვურ შერიფთან დაპირისპირება და საქართველოს ჩემპიონთა ბანაკში კარგი განწყობაა. ეს აშკარად ჩანს. საერთოდ, საბურთალო მეგობრული გუნდია და ესეცაა მათი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი. 

 

ტირასპოლის ქუჩებში აფიშები არ ინახავს, მაგრამ აქაურ ტელევიზიაში საკმაოდ დიდი სიუჟეტი მიუძღვნეს მატჩს. საბურთალოზე ამბობენ, რომ ახალგაზრდული და გამოუცნობი გუნდია, რაც შესაძლოა, საშიში გამოდგეს. როგორც უყვართ თქმა, "ტიომნაია ლოშადკა", ასე იხსენიებენ ქართულ კლუბს. 

 

ხალხი კეთილგანწყობილია. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური გაჭირვება იგრძნობა, მაინც იღიმიან და მისალმებას ვერ დაასწრებ. ვისაც კი რაიმე მისამართი ვკითხე, ყველა ლამის თან ბოლომდე გამომყვა და ისე დეტალურად ამიხსნეს, Google გეგონებოდა. 

 

საბურთალოს პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი დიდ ყურადღებას იჩენს ჟურნალისტების მიმართ. უშუალოდ მესაუბრა და მასთან ვრცელ ინტერვიუს შემდეგ შემოგთავაზებთ, ჯერჯერობით კი მატჩისწინა ამბებზე: 

 

ხეჩიკაშვილი:განწყობა იდეალურია. საბურთალოს პრიზმაში მნიშვნელოვანი ეტაპია, პირველ მატჩს ჩავატარებთ ევროტურნირებზე. 5 წლის წინ პირველად გადავედით პროფესიულ ლიგაში. მხოლოდ 5 წლის წინ. ახლა კი უკვე საქართელოს ჩემპიონები ვართ. მაშინ რომ ვინმეს ეთქვა, ასე მალე ჩემპიონები გახდებითო, არ დავიჯერებდი. ჩვენ გეგმას ორი წლით გავუსწარით. ხედავთ, რამდენი ფეხბურთელი გვყავს საბურთალოს აკადემიიდან. 

 

- და ამ აკადემიის აღზრდილების პასუხისმგებლობაც იზრდება. დღეს მათთვისაც სხვა ეტაპი დგება. 

 

- ასეა. ვაცნობიერებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვან ეტაპთან გვაქვს საქმე. თუმცა საბურთალო ერთი მატჩით არ ცხოვრობს. შერიფთან შეხვედრა მხოლოდ დასაწყისი უნდა იყოს ჩვენი პროგრამისა. ამის შემდეგ დავისახავთ მიზანს: ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას. იმედია, ამჯერადაც გავისწრებთ გეგმას და უფრო ადრე მოვხვდებით ჯგუფში, ვიდრე გათვალისწინებული გვექნება. 

 

-  საამისოდ ყველა პირობა არსებობს? ინფრასტრუქტურის მხრივ ხომ არ იქნება სიახლეები?

 

- შემოდგომაზე გამჟღავნდება ყველა სიახლე ინფრასტრუქტურაში. განვახორციელებთ ფეხბურთის ფედერაციასთან, ინვესტორებთან და სახელმწიფოსთან ერთად. გათვალისწინებული გვაქვს, რომ წარმატების შენარჩუნება და გაგრძელება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავიდან მიღწევა. არ უნდა გავჩერდეთ და არც გავჩრდებით. საამისოდ ყველაფერი გვაქვს. საბურთალოს აღზრდილი 5-6 ფეხბურთელი უკვე ეროვნულ ნაკრებში თამაშობს. მათი რიცხვი ბოლო წლებში გაიზარდა. ასაკობრივ ნაკრებებზე აღარც მაქვს საუბარი, იქ ბევრი ჩვენი ჭაბუკია წარმოდგენილი. ლოკალურ დონეზე წარმატება ჩვენთვის უმთავრესი არაა. საქართფველოს გარეთ უნდა მივაღწიოთ უფრო ბევრს.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.