ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის ნახევარფინალშია!

ნოლე კარიერაში მეთექვსმეტე სლემს უმიზნებს

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის ნახევარფინალში გავიდა! ნოლემ 1/8-ში ბელგიელი 23-ე ნომერი დავიდ გოფინი 3 სეტში (6:4; 6:0; 6:2)  დაამარცხა. ჯოკოვიჩი 1/2-ფინალში რობერტო ბაუტისტა აგუტის დაუპირისპირდება.