ფელის ვისენტე: მეტოქე დიდი მიზნებით ჩამოვიდა

ენგორდანთან მატჩამდე, დინამოს მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა 

საქართველოს ეროვნული ლიგის ლიდერი და ვიცე-ჩემპიონი თბილისის დინამო 11 ივლისიდან ევროსარბიელზე ჩაებმება. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით ანდორულ ენგორდანს მიიღებს. დედაქალაქელთა მთავარმა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ, დინამო არენას საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებთან მომავალი მეტოქის და გუნდის მზადყოფნის შესახებ ისაუბრა.

"გუნდში შესანიშნავი განწყობაა. ფეხბურთელები იმედიანად და შემართულად არიან განწყობილი. ჩვენი მიზანი დამაჯერებელი გამარჯვებაა, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ.


მეტოქისადმი ძალიან დიდი პატივისცემით ვართ განწყობილი. იმედი გვაქვს, რომ როგორც ხვალ, ისე ორრაუნდჯან დაპირისპირებაში გოლს არ გავუშვებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ.

წინასწარ ვერ გეტყვით, თუ რა არის ჩვენი პროგრამა მინიმუმ მოახლოებულ შესარჩევ ეტაპზე. გაბალასთან დაპირისპირებაზე ჯერ არ ვფიქრობთ, მთავარია, რომ მანამდე გასამართ შეხვედრებს 100%-იანი კონცენტრაციით მივუდგეთ და ეს ეტაპი გადავლახოთ.

გუნდში ახალწვეულები გვყავს, ისინი სათამაშოდ მზად არიან. წინასწარ შემადგენლობას ვერ გაგანდობთ, თუმცა დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ ყველა ფეხბურთელი ფორმაშია და ამ მნიშვნელოვან მატჩში მოედანზე გასასვლელად მზადაა.

სამწვრთნელო შტაბის წევრები ანდორაში ვიყავით, სადაც ჩვენს მომავალ მეტოქეს დავაკვირდით. ისინი საქართველოში დიდი მიზნებით ჩამოდინ, ვინაიდან მათ წინა მოწინააღმდეგესთან გამარჯვება მოახერხეს და ფსიქოლოგიური უპირატესობა აქვთ. მათი მთავარი კოზირი ის ვეტერანი ფეხბურთელები იქნება, რომლებიც ენგორდანს აძლიერებენ",-თქვა ესპანელმა.

თბილისის დინამოსა და ენგორდანის მატჩი 11 ივლისს, 21:00 საათზე დინამო არენაზე გაიმართება.