ფილიპე ბუსტო: დინამო ფავორიტია, ვეცდებით გოლი არ გავუშვათ

თბილისელთა მეტოქის მწვრთნელი თავისი გუნდის შანსებს აფასებს

თბილისის დინამო ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ენგორდანს დაუპირისპირდება. თბილისური გუნდის მეტოქემ დინამო არენაზე ივარჯიშა, მთავარმა მწვრთნელმა ფილიპე ბუსტომ კი ქართული მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.

როგორც პორტუგალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, დინამო ამ მატჩში უპირობო ფავორიტია, მათი მთავარი მიზანი კი კარის მშრალად შენახვა იქნება.

"თბილისში ფავორიტად არ ჩამოვსულვართ, ეს სტატუსი დინამოს ეკუთვნის. ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერია და ხვალინდელ შეხვედრაში უპირატესობაც სწორედ მათ მხარეს იქნება. მიუხედავად ამისა, არ ვაპირებთ დაცვაში ჩაკეტვას. შევეცდებით, კონტრშეტევებზე ვიაქტიუროთ და თუ მეტოქე შანსს მოგვცემს, გამოვიყენოთ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი მთავარი მიზანი ხვალინდელ მატჩში გოლის არ გაშვება იქნება, რათა განმეორებით შეხვედრას აზრი დავუტოვოთ. ჩვენი სტადიონი თქვენსავით ტევადი და ფართო არაა, თუმცა ქომაგი ჩვენც გვყავს და იმედი გვაქვს შინ ისეთი ანგარიშით დავბრუნდებით, მათ სტადიონზე მოსვლის მოტივს დავუტოვებთ.

ისევე, როგორც ყველა სხვა გუნდი, ჩვენც ვცდილობთ ვისარგებლოთ შემთხვევით და უცხოეთში ყოფნისას ქალაქის დათვალიერება შევძლოთ. თბილისი ძალიან მოგვეწონა, ასევე თქვენი სამზარეულო და ღვინო. ქვეყნებს შორის მეგობრული დამოკიდებულება არსებობს, რასაც თქვენი კალათბურთელები ჩვენს გუნდებში თამაში აძლიერებს",-თქვა ფილიპე ბუსტომ.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.