უიმბლდონის ნახევარფინალი: ფედერერი VS ნადალი

ლეგენდები უიმბლდონის ნახევარფინალში შეხვდებიან... უკანასკნელად?

 ჩოგბურთის გულშემატკივრებს ნამდვილი ზეიმი ელოდებათ. უიმბლდონის ნახევარფინალში კლასიკას ვიხილავთ, როჯერ ფედერერი რაფაელ ნადალს შეხვდება.

 

შვეიცარიელმა მაესტრომ მეოთხედფინალში იაპონელი კეი ნიშიკორი ოთხ სეტში  3:1 (4:6; 6:1; 6:4; 6:4)  დაამარცხა.

 

რაც შეეხება რაფალ ნადალს,  მისი  მეტოქე  სემ კვერი იყო. ამერიკელს პირველ სეტში სეტ პოინტიც ჰქონდა, თუმცა ესპანელმა მობილიზება მოახერხა და სამ სეტში (7:5; 6:2; 6:2) გაიმარჯვა.

 

ლეგენდების დაპირისპირება 12 ივლისს 16 საათზე გაიმართება.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.