ვალვერდემ მანჩესტერელს დაადგა თვალი

წითელი ეშმაკებიდან ბლაუგრანაში? 

კატალონიის ბარსელონა ზაფხულში მანჩესტერიდან ვიქტორ ლინდელოფის გადაბირებას შეეცდება. ამის შესახებ Mundo Deportivo-ო იუწყება. ტრანსფერის ინიციატორი ბლაუგრანას თავკაცი ერნესტო ვალვერდეა.

 

კატალონიელებმა შვედის გადაბირება ადრეც სცადეს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ვიქტორი მანკუნიელთათვის მნიშვნელოვანი ფიგურაა, ბრიტანელებმა ესპანური გრანდი უარით გაისტუმრეს. დიდი ალბათობით ბარსას სამუელ უმტიტი დატოვებს და ლინდელოფსაც სავარაუდოდ მის შემცვლელად მიიჩნევენ.

 

ლინდელოფი მანჩესტერში 2017 წლის ზაფხულში ბენფიკადან გადავიდა. 24 წლის ფეხბურთელმა წინა სეზონში 40 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.