საუკეთესო ჩაკვეტაძე

"სარბიელმა" ტრადიციული დაჯილდოება "ლიდერბეთის" მხარდაჭერით ჩაატარა

10 ივლისს, რესტორან "ბიარ თაიმში" გაზეთ "სარბიელის" ტრადიციული დაჯილდოება კომპანია "ლიდერბეთის" მხარდაჭერით ჩატარდა.

ქართული სპორტული მედიის წარმომადგენლებმა 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გამოავლინეს. 79-მა ჟურნალისტმა სამ სასურველ კანდიდატს მისცა ხმა და შესაბამისად 3, 2 და 1 ქულით შეაფასა.

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური გენტის ახალგაზრდა შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე დასახელდა, რომელმაც ქულათა უმრავლესობა (214) მიიღო. 79 ჟურნალისტიდან 67-მა ჩაკვეტაძე პირველ ადგილზე დაასახელა. ეს გასაკვირიც არ იყო, 19 წლის ქართველმა ხომ ეროვნული გუნდის ერთა ლიგის ფლეი ოფში გასვლაში მთავარი როლი ითამაშა.

მეორე ადგილი ჯვაროსნების ცენტრალურმა მცველმა და პრიზის მოქმედმა გამარკვებულმა საბა კვირკველიამ დაიკავა, მესამეზე კი ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა გავიდა. 

საერთო ჯამში, ჟურნალისტებმა 24 ფეხბურთელი დაასახელეს, მათგან 6 კი ეროვნულ ლიგაში თამაშობს.

ეს "სარბიელის" რიგით მე-18 დაჯილდოება გახლდათ. პრესტიჟული ჯილდო სხვადახვა დროს ისეთ ფეხბურთელებს მოუგიათ, როგორებიც გიორგი ქინქლაძე (ერთადერთი ეროვნული ჩემპიონატიდან), შოთა არველაძე, თემურ ქეცბაია, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი და კახა კალაძე არიან.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.