სამმაგი კავაი

კლიპერსი და კავაი ლეონარდი სამი წლით იმეგობრებენ. პოლ ჯორჯთან თანამშრომლობა ოთხწლიანია. ლეონარდის საბანკო ანგარიშზე 103 მილიონი დოლარი დაჯდება. ჯორჯიც სოლიდურ თანხას მიიღებს

კლიპერსი და კავაი ლეონარდი სამი წლით იმეგობრებენ. პოლ ჯორჯთან თანამშრომლობა ოთხწლიანია. ლეონარდის საბანკო ანგარიშზე 103 მილიონი დოლარი დაჯდება. ჯორჯიც სოლიდურ თანხას მიიღებს (136 მილიონი). და კლიპერსი გაქაჩავს.

კავაი ახალ გუნდში ძველი აგრესიით, სიმშვიდით და ახალი მოტივაციით მიდის. კავაი კლასია. და კლიპერსში ფინალების ორგზის MVP ითამაშებს.

ჯორჯი, ლეონარდი და პატრიკ ბევერლი კლიპერსის დაცვაში - ოპონენტებისთვის ყველაზე ცუდი კოშმარი. და ბიჭები არ დაიღლებიან.

კლიპერსი ჯერ არ არის ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი. კლიპერსი არ არის ჯერ ლოს ანჯელესის მთავარი ფავორიტიც.

კლიპერსი ძალიან კარგი გუნდია. რომელმაც მოტივირებული ლეონარდი და დასვენებული ჯორჯი მიიღო. უფრო დაუნდობლები, ვიდრე - ჯონ უიქი.

საინტერესო სეზონი იქნება.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.