იუვენტუსმა თანხა გაზარდა

ბიანკონერი დე ლიხტისთვის ბრძოლას აგრძელებს 

იუვენტუსი მატიას დე ლიხტისთვის ბრძოლას აგრძელებს. იტალიელებმა რამდენიმე დღის წინ აიაქსს მის სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, იუვენტუსმა სატრანსფერო თანხა 67 მილიონამდე გაზარდა.

 

ბოლო სეზონი აიაქსმა ბრწყინვალედ ჩაატარა, რაც ახალგაზრდა მცველის დიდი დამსახურებაა. აგვისტოდან მოყოლებული ფეხბურთელმა 55 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ იუვენტუსმა 19 წლის ფეხბურთელთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია და ბიანკონერიში გადაბარგების შემთხვევაში, დე ლიხტი 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.