ხედირას მსურველი გამოუჩნდა

კლუბებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია და დიდი ალბათობით ფეხბურთელი ბიანკონერის დატოვებს

სამი ხედირამ კარიერა შესაძლოა თურქეთში გააგრძელოს. Football Italia-ს ინფორმაციით, გერმანელით ფენერბახჩეა დაინტერესებული. ცნობილია რომ გუნდებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და ყველაფერი მალე გაირკვევა.

 

რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ იუვენტუსი საყრდენის გასხვისებას აპირებს, რაც ტრანსფერის ალბათობას ზრდის. ხედირა იუვენტუსში 2015 წლის ზაფხულში რეალიდან გადავიდა. ბოლო სეზონში მე-6 ნომერმა 17 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

 

ცნობისთვის, ხედირას გარდა ფენერბახჩეს მესუთ იოზილის შეძენაც სურს. 2018-19 წლების სეზონში ფენერი თურქეთის ჩემპიონატში 46 ქულით მე-6 ადგილზე გავიდა.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.