წინადადება ბეილს - მილიონ ორასი ათასი კვირაში!

წარმოუდგენელი წინადადება გარეთ ბეილს!

Sportbible-ს ინფორმაციით, გარეთ ბეილს ერთ-ერთი ჩინური კლუბი კვირაში მილიონ ორასი ათასი ევროს გასარმჯელოს სთავაზობს. უელსელი ფეხბურთელი მადრიდის რეალში ამჟამად, ამ თანხის ნახევარს, ექვსასი ათასს გამოიმუშავებს.

 

ბონუსების სახით, მისი ხელფასი შესაძლოა წელიწადში 62.4 მილიონამდეც გაიზარდოს, რაც  მას ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე  მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს.

 

გარეთ ბეილს  რეალიდან წასვლა არ სურს და თუ ძირითად შემადგენლობაში არ ათამაშებენ, როგორც თავად  ამბობს, გოლფის თამაშს აპირებს.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.