5 პოლიტიკური ლიდერი საფეხბურთო წარსულით 

ბევრი მათგანი პოლიტიკამდე ფეხბურთს თამაშობდა, თუმცა განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევიათ 

 

ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა. წლების განმავლობაში, ყოველდღიური შრომის, ვარჯიშის, დიდი წარმატებისა თუ იმედგაცრუების შემდეგ, დგება მომენტი, როცა მძიმე სპორტულ დატვირთვვას სხეული ძველებურად ვეღარ უძლებს, ნელ-ნელა კი კარიერაში ყველაზე რთული გადაწყვეტილების მიღების დრო დგება - ფეხბურთიდან წასვლა. ზოგი ფეხბურთს 10, 15 ან 20 წლის ასაკშიც კი თამაშობს, ზოგს კი მძიმე ტრავმის მიზეზით სპორტიდან წასვლა ნაადრევ ასაკში უწევს. თუმცა, ცხოვრება ამით არ სრულდება. ზოგიერთი ყოფილი ფეხბურთელი სპორტის სახეობას იცვლის, ბევრი მწვრთნელი ხდება ან საფეხბურთო სისტემაში სხვადასხვა ფორმით საქმდება, ზოგი კი ცხოვრებაში ახალ გამოწვევებს ესწრაფვის და გზას პოლიტიკისკენ მიიკვლევს. 
სპორტიდან პოლიტიკაში წასული არაერთი ადამიანი გვახსოვს, თუნდაც ჩვენს ქვეყანაში. წარმატებულიც და წარუმატებელიც. ახლა იმ 5 სახელმწიფო ლიდერის შესახებ მოგიყვებით, ვინც წარსულში ბურთის გორაობით იყო დაკავებული, პროფესიონალურ თუ სამოყვარულო დონეზე.

 

5. ვიქტორ ორბანი უნგრეთის პრეზიდენტი 

 

1998-2002 და 2010-18 წლებში ვიქტორ რობანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს და ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი პოლიტიკური ლიდერი გახლდათ. თუმცა აქამდე, ორბანს საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. ქვეყნის ჩემპიონატის მეოთხე ლიგის ბინადარ პუშკაშის აკადემიაში ის მცველის პოზიციაზე თამაშობდა. პოლიტიკური მოღვაწეობისას მან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრაც კი გააუქმა, რათა მატჩში მონაწილეობა მიეღო. 


მას მერე, რაც ორბანი პოლიტიკაში მოვიდა, ყოფილ გუნდს სერიოზული ფინანსური დახმარება აღმოუჩინა, პუშკაშის აკადემიაც უმაღლეს დივიზიონში ამაღლდა და პრემიერის მხარდაჭერით ახალი სტადიონიც ააშენა. 

 

 

4. კლემენტ ეტლი


თავის ეპოქაში იგი ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკური ლიდერი გახლდათ, ვიდრე ბრიტანეთში ვინსტონ ჩერჩილი გამოჩნდებოდა და 1955 წლის არჩევნებში პრემიერს 5-წლიანი მმართველობის შემდეგ დაამარცხებდა. იგი ლეიბორისტული პარტიიდან არჩეული ყველაზე გრძელვადიანი პრემიერი გახლდათ. 
ვიდრე აქამდე მოვიდოდა, კლემენტ ეტლს სრულად განსხვავებულ სფეროში წარმატების მიღწევის ამბიცია ამოძრავებდა. ფლეტ თაუნი, რომლის რიგებშიც ბრიტანეთის მომავალი პრემიერი ირიცხებოდა, იმხანად სამოყვარულო ლიგაში გახლდათ დაქვეითებული. ფლიტ თაუნში 1923 წლამდე თამაშის შემდეგ, ეტლმა საფეხბურთო საქმიანობა გააგრძელა, იგი სჯიდა მატჩებს და წვრთნიდა რამდენიმე სასკოლო გუნდს. 

 


3. ევო მორალესი


ბოლივიის პრეზიდენტი ფეხბურთზე იმდენადაა შეყვარებული, რომ ამ სპორტით ნებისმიერი შესაძლებლობისას კავდება. ის თამაშობს კოლეგების, ჟურნალისტების, ადგილობრივი მოსახლეობის, კონკურენტი პარტიების მიერ შექმნილ გუნდებთან. 


ქვეყნის პრეზიდენტობის პარალელურად, საფეხბურთო უნიფორმის მორგებას მორალესი არასდროს ერიდება და როლში იმდენად შედის, ხშირად სერიოზულ ტრავმასაც იღებს. ერთხელ, ბოლივიის უმაღლეს წერტილზე (6 ათასი მეტრი) მდებარე სტადიონზე ადგილობრივი კლუბის წინააღმდეგ თამაშისას, პრეზიდენტმა გამარჯვების გოლი ხომ გაიტანა და ცხვირიც გაიტეხა. 


2014 წელს მორალესმა ფეხბურთის პროფესიონალურ დონეზე თამაში გადაწყვიტა და უმაღლესი ლიგის ბინადარ გუნდ სპორტ ბოისთან კონტრაქტიც გააფორმა. მან 10-ნომრიანი მაისური მიიღო და ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში დაიწყო, ანაზღაურების სახით კი მინიმალურ ხელფასს - 214 დოლარს იღებს. 

 

 

2. რეჯეპ ტაიპ ერდოღანი - თურქეთის პრეზიდენტი 


მან ფეხბურთის თამაში თავისი სოფლის გუნდში დაიწყო. მერე სტამბულში მდებარე ტრავმაის შემკეთებელთა ქარხნის კლუბი იყო, რომლის რიგებშიც უკვე ნახევრადპროფესიონალი ფეხბურთელის სტატუსით 1970-იან წლებში თამაშობდა და 7 სეზონში 5 ტიტულის მოგებაც მოახერხა. 


რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ფეხბურთიდან 1981 წელს წავიდა და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთო. 2014 წლეს თურქეთის პრეზიდენტი გახდა და სპორტის #1 სახეობის განვითარებაზე ზრუნვა აქტიურად დაიწყო.

 

განახლებული სტადიონები, ეროვნული ნაკრების სათამაშო ფორმა, რეგიონებში ფეხბურთის განვითარების პროგრამა, ეს ყველაფერი თურქეთში სწორედ ერდოღანის მხარდაჭერით განხორციელდა. სტამბულში ახალი სტადიონის გახსნისას გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, ერდოღანმა ითამაშა და ჰეთ-თრიკიც შეასრულა. 

 

 

1. ჟორჟ ვეა 

ჩვენს ხუთეულში ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა პიროვნება საფეხბურთო წარსულით უფრო ცნობილია ვიდრე პოლიტიკურით. "ქოროს ბურთის" ერთადერთი აფრიკელი გამარჯვებული, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე არასდროს უთამაშია, თუმცა პსჟ-ს, მილანსა და ჩელსისთან ერთად, 20-წლიანი ისტორია შექმნა. 

 

ამის მერე იყო დიდი პოლიტიკა. ლიბერიის სენატში მოხვედრის შემდეგ, 2018 წელს ვეამ რამდენიმეწლიანი მცდელობის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

 
ეროვნულ ნაკრებში ჟორჟ ვეამ პრეზიდენტის სტატუსითაც ითამაშა, ამხანაგურ შეხვედრაში ნიგერიის წინააღმდეგ.


ჟორჟ ვეას ვაჟი ტიმოთი ვეა მამის გზას მიყვება და პსჟ-ს საკუთრებაა, 18 წლის ფეხბურთელი ამჟამად გლაზგოს სელტიკში განათხოვრებით თამაშობს.