ტორპედოს პრობლემები ევროასპარეზზეც დაეტყო

ქუთაისელები ორდაბასთან 0:1 დამარცხდნენ

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ქუთაისის ტორპედო ყაზახურ ორდაბასს ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. არახალია, რომ ქუთათურებს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ და გარდა ამისა გუნდი რამდენიმე ლიდერმა დატოვა. ჩხეტიანის გუნდს საქმე ისიც ურთულებდა, რომ ქუთათურებს ტრავმის გამო ბუდუ ზივზივაძე და გრიგოლ დოლიძე გამოაკლდათ.

 

როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. კახა ცხადაძის შეგირდებს პირველ ტაიმში რამდენიმე მომენტი ჰქონდათ, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

 

მეორე ტაიმში ყაზახებმა აქტიურად შეუტიეს. ორდაბასის აქტიურობამ შედეგი 67-ე წუთზე გამოიღო. ჟოაო პაულოს ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, თავური დარტყმით კვასხვაძის კარი თემირლან ერლანოვმა აიღო. სათქმელია, რომ ამ ეპიზოდში კვასხვაძე აშკარად შეცდა.

 

გატანილი გოლის შემდეგ, ორდაბასი არ მოეშვა და მეორე გოლის გატანასაც ცდილობდა. საბოლოოდ შეხვედრა 1:0 დასრულდა. აქვე გეტყვით, რომ განმეორებითი მატჩი 18 რიცხვში გაიმართება.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.