დინამომ ენგორდანს წირვა გამოუყვანა

თბილისელები ფაქტობრივად შემდეგ ეტაპზე არიან

ევროტურნირებზე გამოსვლა მეორე თბილისურმა გუნდმაც დაიწყო და საბურთალოს მსგავსად, მანაც დიდი ანგარიშით  (6:0) იმარჯვა.

ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, ვიცე-ჩემპიონმა დინამომ, თბილისში, დინამო არენაზე ანდორული ენგორდანი მიიღო, გუნდი, რომელიც ევროსარბიელზე მხოლოდ მეორე სეზონს ატარებს.

ეროვნული ლიგის ლიდერმა უპირობო ფავორიტის სტატუსის გამართლება საწყისი წუთებიდანვე დაიწყო და სწრაფი გოლის გატანაც შეძლო. ნიკა ნინუამ, რომელიც მოედანს თითქმის ყოველ მატჩში გატანილი საჯარიმო დარტყმის გარეშე აღარ ტოვებს, მეექვსე წუთზე სტანდარტული ბრწყინვალედ შეასრულა.

21-ე წუთზე, გიორგი კუხიანიძემ შორეული გასროლით დინამოს უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მეორე ტაიმში მასპინძელთა უპურატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. მეორე ნახევარში ლურჯ-თეთრებმა მეტქოეს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს.

61-ეზე ნიკა ქავთარაძემ სტანდარტული სიტუაციის შემდეგ საჯარიმოში ჩაგდებული ბურთი მეტოქის კარში გაგზავნა და დინამოს რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა. 8 წუთში, ლევან კუტალიამ 11-მეტრიანი ზუსტად და ლამაზად, პანენკას სტილში შეასრულა და ანდორელთა შანსები მიზერულამდე დაიყვანა.

ანგარიშის მიუხედავად, დინამოელებმა მეტოქის რბევა გააგრძელეს და 10 წუთში ენგორდანის კარი კიდევ ორჯერ აიღეს. 71-ზე კუხიანიძემ დუბლი გაიფორმა, 81-ზე კი თავისი გოლი შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ზარიამაც გაიტანა.

ამრიგად, დინამომ რომელიც შესანიშნავ ფორმაშია, ყველა ტურნირზე ზედიზედ მერვე შეხვედრა მოიგო და მეორე ეტაპის საგზური ფაქტობრივად გაინაღდა. საპასუხო მატჩი, რომელიც ფორმალური ხასიათისა იქნება, ანდორაში 18 ივლისს შედგება 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.