ჩიხურამ ფოლას შემოუტრიალა

საჩხერელებს შემდეგ ეტაპამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებთ

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, საჩხერის ჩიხურა ლუქსემბურგის ფოლას ესტუმრა. შეხვედრა სტუმართა სასარგებლოდ 2:1 დასრულდა. 

 

ანგარიში ფოლამ 23-ე წუთზე გახსნა. ჰამზიჩის კარის მიმართულებით 11 მეტრიანი დაინიშნა, ბურთთან სინანი მივიდა, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა. მეორე ნახევარი ჩიხურამ უფრო აქტიურად დაიწყო, რამაც შედეგი გამოიღო. 59-ე წუთზე მიშკა სარდალიშვილმა ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე პენალტი უკვე ფოლას კარის მიმართულებით დაინიშნა. 11 მეტრიანის შესრულება თავის თავზე გიორგი კორიფაძემ აიღო და მასაც მიზანმა არ უმტყუვნა. 

 

მატჩი საბოლოოდ სტუმართა სასარგებლოდ 2:1 დასრულდა, განმეორებითი შეხვედრა კი 17 რიცხვში თბილისში გაიმართება. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.